რეზონანსი
12.11.2017

 (რეზონანსი) ცესკო-ს ინფორმაცით, 12:00 საათის მონაცემებით, ამომრჩეველთა აქტივობა 6 ოლქში 11,55%-ია, რაც 37914 ამომრჩეველია.

მათივე ინფორმაციით, ყაზბეგში 5 313 ამომრჩევლიდან 12:00 საათის მონაცემებით, 922 ამომრჩეველია მისული. ხაშურში რეგისტრირებული 48 963 ამომრჩევლიდან საკუთარი ნება 5 646-მა ამომრჩეველმა დააფიქსირა. ბორჯომში - 26 529 ამომრჩევლიდან, 4 826-მა ამომრჩეველმა.

ქუთაისში რეგისტრირებული 152 546 ამომრჩევლიდან არჩევნებში მონაწილეობა 9 409 ამომრჩეველმა მიიღო. ოზურგეთში 62 274 ამომრჩევლიდან ხმა 13372-მა ამომრჩეველმა მისცა, ხოლო მარტვილში 32 647 ამომრჩევლიდან 3 739-მა ამომრჩეველმა.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×