რეზონანსი
12.11.2017

 (რეზონანსი) საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ოზურგეთის 43-ე საარჩევნო უბანზე უცნობი პირი, მათი პარტიის აქტივისტთან მივიდა და აგრესიით გაუსწორდა.

დეპუტატის თქმით, ოზურგეთში არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.

„ოზურგეთში არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. დილიდან ამომრჩეველთან აქტივობა მაღალია. რაც შეეხება 43-ე საარჩევნო უბანზე მომხდარ შემთხვევას, აქ ჩვენს წარმომადგენლებთან ჯერჯერობით დაუდგენელი პირი მივიდა, რომელმაც აგრესიით სცადა ხელის შეშლა კანონით დადგენილი ნებადართული საქმიანობის განხორციელებაში. ბუნებრივია, ამ ფაქტთან დაკავშირებით ჩვენ გვაქვს ინფორმაცია. ეს პროცესი საარჩევნო უბანზე ხელს ვერ შეუშის. ამ შეკითხვებს კი შესაბამისი სამსახურების მხრიდან პასუხები გაეცემა",- აცხადებს თალაკვაძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×