რეზონანსი
12.11.2017

 (რეზონანსი) მთავრობის კანცელარიაში სხდომა მიმდინარეობს. სხდომას მინისტრები ესწრებიან და სწორედ ამ არაოფიციალური შეხვედრის შემდეგ უნდა გაირკვეს, თუ რა ცვლილებები განხორციელდება მინისტრთა კაბინეტსა და სამინისტროებში. ინფორმაციას "იმედი" ავრცელებს.

მანამდე გავრცელდა ცნობა, რომ დაგეგმილია სამთავრობო ცვლილებები. კაბინეტში სავარაუდოდ თანამდებობებს დატოვებენ შს მინისტრი გიორგი მღებრიშვილი, ევროინტეგრაციის სახელმწიფო მინისტრი ვიკა დოლიძე, განათლების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა, სპორტის მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, გარემოს დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი, სასჯელაღსრულების და პრობაციის მინისტრი კახა კახიშვილი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×