რეზონანსი
12.11.2017

 (რეზონანსი) ქუთაისში 124-ე საარჩევნო უბანზე დარღვევა დაფიქსირდა, სადაც საარჩევნო უბანზე "ნაციონალური მოძრაობის" წევრი იმყოფებოდა. მას შემდეგ, რაც უბნის თავმჯდომარემ აღმოაჩინა, რომ სპეციალურ სიაში აღნიშნული პირი შეყვანილი არ იყო, მას უბანი დაატოვებინეს. ინფორმაციას "იმედი" ავრცელებს.

"ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელი უბანზე დაახლოებით 40 წუთის განმავლიბაში იმყოფებოდა. როგორც უბნის თავმჯდომარე ნათია ნაცვალაძე ამბობს, პარტიამ თავისი წევრები კომისიიდან გაიწვია და მას უბანზე ყოფნის უფლება არ ჰქონდა.

დღეს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური 6 თვითმმართველ ქალაქსა და თემში მიმდინარეობს. მეორე ტური ტარდება: ქუთაისში,ხაშურში, ბორჯომში, ოზურგეთში, ყაზბეგსა და მარტვილში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×