რეზონანსი
12.11.2017

 (რეზონანსი) საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი მამუკა მდინარაძე ადასტურებს, რომ სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით მმართველ გუნდში მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

„ამ საკითხებთან დაკავშირებით ამ წუთებშიც მსჯელობა მიმდინარეობს. ხვალ პრემიერ-მინისტრი ცვლილებებთან დაკავშირებით კონკრეტულ განცხადებას გააკეთებს. ამ ეტაპზე სხვა კომენტარისგან, ალბათ, თავი უნდა შევიკავოთ. პარტიის ხელმძღვანელობასთან არის კონსულტაციები ამ საკითხთან დაკავშირებით. პარტიის ხელმძღვანელობა მსჯელობს გარკვეულ საკითხებზე. კონკრეტული დეტალების დაზუსტება ამ ეტაპზე არ შემიძლია. დავუტოვოთ საქართველოს პრემიერ-მინისტრს, პარტიის ლიდერს იმის უფლება, რომ ხვალ თავად გააკეთოს განცხადება", - განაცხადა მდინარაძემ.

პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, სამთავრობო ცვლილებეთან დაკავშირებით განცხადებას ხვალ გააკეთებს.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×