რეზონანსი
12.11.2017

 (რეზონანსი) ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური ექვსივე ოლქში მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.

მისივე თქმით, ამომრჩეველთა აქტივობა ძალიან მაღალია.

"ექვსივე ოლქში არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს, მიუხედავად გარკვეული მცდელობებისა არანაირ პროვოკაციასაც კი ადგილი არ ჰქონია. აქტივობა არის ძალიან მაღალი. ამომრჩევლებს აქვთ შესაძლებლობა თავისუფლად დააფიქსირონ თავისი აზრი. დამკვირვებლების რაოდენობაც ნორმალურია იქედან გამომდინარე, რომ მეორე ტურებთან დაკავშირებით ამდენ დამკვირვებელი აქამდე არ ყოფილა. საბოლოო ჯამში მადლობას ვუხდით ამომრჩეველს რომ არის ასეთი აქტივობა. მხარდაჭერა "ქართული ოცნების" მიმართ არის ძალიან მაღალი,"-განაცხადა მდინარაძემ.

შეგახსენებთ, რომ დღეს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური 6 თვითმმართველ ქალაქსა და თემში მიმდინარეობს. მეორე ტური ტარდება: ქუთაისში,ხაშურში, ბორჯომში, ოზურგეთში, ყაზბეგსა და მარტვილში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×