რეზონანსი
12.11.2017

 (რეზონანსი) დარიალის ხეობაში რუსეთის არმიის სამხედრო წვრთნები მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას "NEWPOST" ავრცელებს.

შეიარაღებული ძალების სამხრეთ-აღმოსავლეთის ოლქის მეთაურის ინფორმაციით, სწავლება ჩრდილოეთ ოსეთის მთიან რეგიონში იმართება. წვრთნებში მზვერავები მონაწილეობენ, რომლებიც ტაქტიკურ ბრძოლასთან ერთად, მოწინააღმდეგის ფარულად ლიკვიდაციის უნარებშიც ვარჯიშობენ.

წვრთნების ფარგლებში მზვერავები კვირაში ერთხელ ლაშქრობაში გაემგზავრებიან და მთიან რეგიონში უცნობ ტერიტორიებს გამოიკვლევენ და საიდუმლო პატრულირების მეთოდებს შეისწავლიან.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×