(რეზონანსი) ცესკოს ცნობით, 17:00 საათის მონაცემებით, ექვსივე საარჩევნო ოლქში ამომრჩეველთა აქტივობა 26,97%-ია, რაც 88 522 ამომრჩეველს უდრის.
ბოლო მონაცემებით, ამომრჩეველთა აქტივობა საარჩევნო ოლქების მიხედვით შემდეგია: ყაზბეგი - 44.1%; ხაშური - 27.1; ბორჯომი - 44.8%; ქუთაისი - 14.1%; ოზურგეთი - 47.2%; მარტვილი - 30.7%.
რაც შეეხება საჩივრების რაოდენობას, კომისიებში სულ 21 საჩივარი შევიდა, აქედან 9 საჩივარი ბორჯომში, 9 საჩივარი ოზურგეთში, 2 საჩივარი ქუთაისში, ხაშურის საუბნო კომისიაში კი მხოლოდ ერთი საჩივარი დაიწერა.
შეგახსენებთ, რომ დღეს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური 6 თვითმმართველ ქალაქსა და თემში მიმდინარეობს. მეორე ტური ტარდება: ქუთაისში,ხაშურში, ბორჯომში, ოზურგეთში, ყაზბეგსა და მარტვილში.