რეზონანსი
13.11.2017

 (რეზონანსი) დედაქალაქის ახლად არჩეული მერი კახა კალაძე მერის უფლებამოსილების შესრულებას შეუდგა. კახა კალაძე თბილისის მერიაში 08:30 საათზე მივიდა. მას ყოფილი მერი დავით ნარმანია დახვდა, რომელმაც ახალ მერს თბილისის მერიის შენობა დაათვალიერებინა და თანამშრომლები გააცნო.

„ძალიან მნიშვნელოვანი დღეა ჩემთვის. დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ, რომ ჩემი ქვეყნის დედაქალაქის არჩეული მერი ვარ. ამავადროულად, კარგად მაქვს გათვითცნობიერებული, რამხელა პასუხისმგებლობაა ეს, რამდენია გასაკეთებელი,სამუშაო. გუნდთან ერთად, მერიის თანამშრომლებთან ერთად შევძლებთ იმ პრობლემების დაძლევას, რომელიც დღეს ქალაქშია", - განაცხადა კალაძემ.

შეგახსენებთ,საქართველოში თვითმმართველი ქალაქებისა და თემების მერის არჩევნები 21 ოქტომბერს ჩატარდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×