რეზონანსი
13.11.2017

 (რეზონანსი) ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, სოციალურ ქსელში იმ კრიტიკოსებს უპასუხა, რომლებმაც ის ვლადიმერ პუტინის მისამართით ზედმეტად კეთილისმსურველი განცხადების გამო გააკრიტიკეს. მისი თქმით მას სჯერა პუტინის, როდესაც ის აცხადებს, რომ აშშ-ის 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში არ ჩარეულა.

"როდის იქნება, რომ ყველა მოძულე და სულელი გააცნობიერებს, რომ რუსეთთან კარგი ურთიერთობა - კარგია და არა ცუდი. ისინი პოლიტიკით თამაშობენ - და ეს ჩვენი ქვეყნისთვის ცუდია. მე მინდა გადავჭრა ჩრდილოეთ კორეის, სირიის, უკრაინის, ტერორიზმის პრობლემები და რუსეთს ამაში დიდი დახმარების გაწევა შეუძლია"- წერს ტრამპი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×