რეზონანსი
13.11.2017

 (რეზონანსი) მთავრობის სტრუქტურულ ცვლილებებს მთავრობის სტრუქტურის,უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ კანონსა და სხვა კანონებში ცვლილებები დასჭირდება.

ეკონომიკის და ენერგეტიკის გაერთიანებული უწყების ხელმძღვანელად ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი სახელდება ,რომელიც პირველი ვიცე პრემიერის თანამდებობასაც შეინარჩუნებს და მთავრობის ეკონომიკური გუნდის მუშაობას უხელმძღვანელებს.

ფინანსთა მინისტრის თანამდებობაზე "საქართველოს რკინიგზის" ხელმძღვანელის, მამუკა ბახტაძის, კანდიდატურა სახელდება.

შინაგან საქმეთა მინისტრის პორტფელს, სავარუდოდ, ეკონომიკის მინისტრი გიორგი გახარია ჩაიბარებს.

კრიზისების და საგანგებო სიტუაციების გაერთიანებულ უწყებას გიორგი მღებრიშვილი უხელმძღვანელებს.

ენერგეტიკის მინისტრი ილია ელოშვილი,სავარაუდოდ, კალაძის გუნდში გადაინაცვლებს და ვიცე მერის თანამდებობას დაიკავებს.

შეგახსენებთ,გავრცელებული ინფორმაციით, სამინისტროების ოპტიმიზაცია მოხდება - 18-ის ნაცვლად 14 სამინისტრო იქნება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×