(რეზონანსი) „ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის, სერგი კაპანაძის, შეფასებით, სამთავრობო და სტრუქტურულ ცვლილებებს პოზიტიური და ნეგატიური მხარე აქვს. კაპანაძის აზრით, სრული შეფასებისთვის საჭიროა გაირკვეს რამდენად რეალურია ცვლილებები და რამდენად მიმართულია ის ბიუროკრატიული ხარჯების შემცირებაზე.
„თუ თანხები გამოთავისუფლდა, მაშინ ის მიმართული უნდა იყოს, ერთი მხრივ, სოციალური ფონის გასაუმჯობესებლად, მეორე მხრივ, გადასახადების შემცირებით მიღებული დანაკლისის შესავსებად. დიდი ეჭვი მაქვს, რომ არც ერთი მოხდება და არც მეორე", - წერს კაპანაძე.
„ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერისთვის ასევე გაუგებარია, რატომ ინარჩუნებს პოსტს იუსტიციის მინისტრი.
„თეა წულუკიანი რა პრინციპით დარჩა თანამდებობაზე? საინტერესოა, რა გააკეთა ამ წლების განმავლობაში ისეთი, რომ არასოდეს არაფერი ეხება", -განაცხადა კაპანაძემ.