(რეზონანსი) ოკუპირებულ აფხაზეთში ნაურუს პრეზიდენტმა,ბარონ ვაქამ, განაცხადა, რომ აშშ-სა და საქართველოს მხრიდან ზეწოლას განიცდის, მას შემდეგ, რაც 2009 წელს, აფხაზეთის სუვერენიტეტი აღიარა.
"ჩვენ რეალურად განვიცდით ზეწოლას, ქრთამის აღების მცდელობებიც იყო, თუმცა განვაცხადეთ, რომ არ ვაპირებთ გზიდან გადახვევას. ეს სიტუაცია შანტაჟს ჰგავდა", - განაცხადა ვაქამ.
შეგახსენებთ,2009 წლის 15-16 დეკემბერს ნაურუს რესპუბლიკა გახდა მსოფლიოში მეოთხე ქვეყანა, რომელმაც აღიარა აფხაზეთისა და ცხინვალის (ე.წ. სამხრეთ ოსეთის) დამოუკიდებლობა, რუსეთის, ნიკარაგუასა და ვენესუელას შემდეგ.