რეზონანსი
13.11.2017

 (რეზონანსი) გურჯაანის ახლადარჩეულმა მერმა, არჩილ ხანდამაშვილმა პირველივე სამუშაო დღე საკადრო ცვლილებებით დაიწყო, თანამდებობიდან გაათავისუფლა მოადგილეები: ალეკო ყვირალაშვილი და დიმიტრი კალატოზიშვილი.

ხანდამაშვილის თქმით, თანამდებობაზე დარჩება სიმონ ქოჩორაშვილი, რომელიც ამ დრომდე საკუთრების აღიარების კომისიას, სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის, ასევე შიდა აუდიტის სამსახურებს ხელმძღვანელობდა.

"თანამდებობაზე რჩება სიმონ ქოჩორაშვილი. ორ მოადგილეს კი, რამდენიმე დღეში დავასახლებ. საკადრო ცვლილებები სავარაუდოდ სამსახურის უფროსებსაც შეეხებათ."-აღნიშნა ხანდამაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×