რეზონანსი
13.11.2017

 (რეზონანსი) სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი ბიზნესსექტორში ბრუნდება. ამის შესახებ მისივე განცხადებაშია აღნიშნული, რომელიც სპორტის სამინისტროს პრესსამსახურმა გაავრცელა.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ის მაქსიმალურად შეუწყობს ხელს სამინისტროში დაწყებული რეფორმების გაგრძელებას.

„მე, რა თქმა უნდა, ვრჩები ქართული სპორტის და ქვეყნის სამსახურში - სპორტს ვემსახურებოდი ბიზნესიდან, მინისტრის რანგშიც და ასე იქნება მომავალშიც. იმ დიდი გამოცდილების შემდეგ, რომელიც მინისტრობის პერიოდში მივიღე, კიდევ უფრო მეტის გაკეთებას შევძლებ",-ნათქვამია სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის განცხადებაში.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×