რეზონანსი
13.11.2017

 (რეზონანსი) კახა კალაძემ მისი მოადგილეები წარადგინა. კალაძეს სულ 5 მოადგილე ეყოლება, მათ შორის ვიცე მერის პოსტს ირაკლი ხმალაძე დაიკავებს. ხმალაძე ენერგეტიკის მინისტრობის დროსაც კალაძის მოადგილის თანამდებობას იკავებდა.

გარდა ამისა, მერის მოადგილეები იქნებიან: გარემოს დაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე მაია ბითაძე, გიგა ნიკოლეიშვილი, რომელიც თბილისის მერის მოადგილის თანამდებობას დავით ნარმანიას დროსაც იკავებდა, ირაკლი ბენდელიანი, რომელიც ენერგეტიკის სფეროში ეკონომიკური და ინფრასრუქტურული მიმართულებით მუშაობდა.

მეხუთე მოადგილე ილია ელოშვილი იქნება, რომელიც ამჟამად ენერგეტიკის მინისტრის პოსტს იკავებს. როგორც კახა კალაძემ განმარტა, ილია ელოშვილი მის გუნდს მას შემდეგ შეუერთდება, რაც დასრულდება სამინისტროების შერწყმის პროცესი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×