(რეზონანსი) ანალიტიკოსი და ბიძინა ივანიშვილის ყოფილი მრჩეველი გია ხუხაშვილი აცხადებს, რომ პრემიერის მიერ დღეს განხორციელებული სამთავრობო ცვლილებები მისასალმებელია.
ანალიტიკოსი ამბობს, რომ ამ საკადრო გადაადგილებით, სწრაფ ცვლილებებს არ უნდა ველოდოთ.
„ფინანსთა ახალი მინისტრის კანდიდატურას მივესალმები, ის კერძო ბიზნესში საკამოდ გამოცდილი კადრია. მისი უდავო პლუსი ის გახლავთ, რომ ის არ წარმოადგენს არცერთი სახელისუფლო გუნდის წევრს.
რაც შეეხება ქუმსიშვილს, მას ეკონომიკის მიმართულებით საკმოდ კარგი გამოცდიელება აქვს. წინასწარ არც ზედმეტად ოპტიმისტი და არც პესიმისტი არ ვიქნები. ვნახოთ, ყველაფერს დრო გვიჩვენებს.
„გიორგი გვახარია მართალია, სისტემაში ჩახედული ადამიანი არ არის, თუმცა, პირიქით, ეს დადებით ფაქტად მიმაჩნია. კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ზოგადად „ქართულ ოცნებას" მოკლე საკადრო სკამი აქვს. ამიტომ იდიალური არავინ არ არის.
თუ გადავხედავთ ამ საკადრო სკამს, გახარია ყველაზე კარგი კანდიდატია. ძალოვან სისტემაში ძალიან ბევრი პრობლემა დაგროვდა. სისტემის შიგნით მყოფი ადამიანის მხრიდან ამ პრობლემების დალაგება ძალიან რთულია. თუ გინდა, რომ ეს სისტემა გაწმინდო მის ხელმძღვანელად ადამიანი გარედან უნდა მიიყვანო", - ამბობს ხუხაშვილი.