რეზონანსი
13.11.2017

 (რეზონანსი) საქართველოდან ჩასული 21 ადამიანი ვარშავაში არ შეუშვეს. მგზავრები მესამე დღეა, ვარშავის აეროპორტში იმყოფებიან. ისინი აეროპორტის ნეიტრალურ ტერიტორიაზე არიან გაჩერებულბი და საქმის ვითარებაში გარკვევას ცდილობენ.

აეროპორტში არშეშვების მიზეზად სასტუმროს გაუქმებულ ჯავშანს ასახელებენ თუმცა, მგზავრები აცხადებენ, რომ პოლონეთში ჩასვლის დროს, მათ სასტუმროს ჯავშანზე პრობლემა არ ჰქონიათ.

აეროპორტში მათ მოსთხოვეს, რომ საქართველოში დასაბრუნებელი ბილეთი იყიდონ ან სხვა ქვეყანაში გაემგზავრონ. მგზავრების თქმით, ამ ეტაპზე საქართველოში დასაბრუნებელი ბილეთის ფასი საკმაოდ მაღალია.

მგზავრები საქართველოს საკონსულოს დაუკავშირდნენ დახმარების მოთხოვნით, თუმცა, საკონსულოშიც ურჩიეს, რომ უკან დასაბრუნებელი ბილეთები იყიდონ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×