რეზონანსი
15.11.2017

 (რეზონანსი) ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი აცხადებს, რომ ცხინვალი და მოსკოვი „სამხრეთ ოსეთის მოქალაქეებისთვის" რუსეთის მოქალაქეობის მიღების გამარტივებაზე მუშაობენ. აღნიშნულ განცხადებას „რია ნოვოსტი" ავრცელებს.

„ ჩვენს სახელმწიფო უწყებებსა და სამინისტროებში არის რამდენიმე სერიოზული შეთანხმება, რომლებსაც მომავალში მოვაწერთ ხელს. ეს ეხება რუსული მოქალაქეობის გამარტივებული გზით მიღებას, რუსეთის ტერიტორიაზე ჩვენი მოქალაქეების შეუზღუდავი ვადით ყოფნას- განაცხადა ბიბილოვმა.

შეგახსენებთ, გუშინ ე.წ. სამხრეთ ოსეთის „პრეზიდენტი" მოსკოვში ვლადიმერ პუტინს შეხვდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×