რეზონანსი
15.11.2017

 (რეზონანსი) თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის რაიონების გამგებლების კანდიდატები წარადგინა.

საბურთალოს რაიონის გამგებლობის კანდიდატი გაიოზ ვასაძე იქნება, მთაწმინდის რაიონის გამგებლობის კანდიდატი- დავით კირკიტაძე, კრწანისის რაიონის გამგებლობის კანდიდატი- ლევან ჯაფარიძე, ვაკის რაიონის გამგებლობის კანდიდატი- ნოდარ ტურძელაძე, დიდუბის რაიონის გამგებლობის კანდიდატი- ირმა ზავრადაშვილი, ჩუღურეთის რაიონის გამგებლობის კანდიდატი- ზურაბ ჩიკვილაძე, გლდანის რაიონის გამგებლობის კანდიდატი- ბექა მიქაუტაძე, ნაძალადევის რაიონის გამგებლობის კანდიდატი- ირაკლი ხელაძე, ისნის რაიონის გამგებლობის კანდიდატი- კახა ლაბუჩიძე, სამგორის რაიონის გამგებლობის კანდიდატი კი დავით კერესელიძე იქნება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×