რეზონანსი
15.11.2017

 (რეზონანსი) რუსეთში, სამგზავრო თვითმფრინავი L-410 ჩამოვარდა, რომელიც ხაბაროვსკიდან ბელკანის მიმართულებით რეისს ასრულებდა. ამის შესახებ ინფორმაციას ხაბაროვსკის ტერიტორიაზე რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

„ინცინდენტის დროს 6 ადამიანი დაიღუპა, ერთი მგზავრი ბავშვი იყო" ,-აღნიშნულია განცხადებაში. მომხდარის მიზეზი უცნობია.

შეგახსენებთ, რომ 7 ნოემბერს, An-2 ტიპის თვითმფრინავი, რომელიც ხაბაროვსკის მიმართულებით მიფრინავდა, ჩამოვარდა. შემთხვევის შედეგად პილოტი დაიღუპა. ერთი პირი კი საავადმყოფოში მძიმე მდგომარეობაში გადაიყვანეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×