რეზონანსი
15.11.2017

 (რეზონანსი)ავსტრალიის მოქალაქეების უმრავლესობამ ერთნაირსქესიანთა ქორწინების ლეგალიზაციის იდეას მხარი დაუჭირა. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

მიუხედავად იმისა, რომ რეფერენდუმი სავალდებულო არ იყო, ავსტრალიის პრემიერმინისტრმა, მალკოლმ ტერნბულმა, დაუყოვნებლივ გამოაცხადა შედეგები და პირობა დადო, რომ ქვეყნის კანონმდებლობა შეიცვლება.

კენჭისყრა ფოსტით ჩატარდა და რვა კვირა გაგრძელდა. მასში 12.7 მილიონმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა, რაც ამომრჩეველთა 79.5% შეადგენს.

ერთი სქესის ადამიანთა ქორწინების ლეგალიზაციის იდეას ავსტრალიის მოსახლეობის 61,6%-მა დაუჭირა მხარი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×