რეზონანსი
15.11.2017

 (რეზონანსი) გლობალური ტერორიზმის 2017 წლის ინდექსში საქართველო 163 ქვეყანას შორის 77-ე ადგილზეა. ანგარიში "ეკონომიკისა და მშვიდობის ინსტიტუტმა" მოამზადა.

დოკუმენტში შეფასებულია ტერორიზმის კუთხით 163 ქვეყენაში არსებული სიტუაცია. საქართველო კი ნახსენებია იმ ქვეყნების სიაში, სადაც ტერორისტულ დაჯგუფება "ისლამურ სახელმწიფოს" წევრი პირები იმყოფებიან.

პირველ ადგილზე ინდექსში ერაყია, მას მოსდევს ავღანეთი, ნიგერია, სირია და პაკისტანი.

შეგახსენებთ,2016 წელს მსოფლიოს 77 ქვეყანაში ტერაქტების შედეგად 25 ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპა. თავდასხმების უმეტესობაზე პასუხისმგებლობა "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×