რეზონანსი
15.11.2017

 (რეზონანსი) სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილის, თენგიზ ცეკვავას, განცხადებით, საქართველოში მოსახლეობის მკვეთრი კლება დაფიქსირდა.

ცეკვავას თქმით,, 2017 წლის პირველი 6 თვის მონაცემებით საქართველოში გარდაცვლილთა რაოდენობამ შობადობას გადააჭარბა.

„2017 წლის პირველი 6 თვის მონაცემებით ჩვენ დავინახეთ, რომ შობადობა ბოლო წლებთან შედარებით პირველად ჩამორჩა გარდაცვალებას, ანუ გარდაცვლილთა რაოდენობამ გადააჭარბა შობადობას".

მისივე განმარტებით, 1990-იან წლებში ჩატარებულ აღწერასთან შედარებით, საქართველოს მოსახლეობა 1.8 მილიონით შემცირდა.

„2014 წლის აღწერამ აჩვენა, რომ საქართველოს მოსახლეობა 3.7 მილიონს შეადგენს, რაც 2002 წლის აღწერასთან შედარებით მნიშვნელოვანი კლებაა, რადგან მაშინ 4.3 მილიონი დაფიქსირდა. ამის ერთ-ერთი მიზეზი, რა თქმა უნდა, არის ის დიდი მიგრაცია, რომელსაც ადგილი ჰქონდა 90-იან წლებში. შესაბამისად, ჩვენი შობადობის დონე უახლოეს წლებში შემცირდება",- აღნიშნა ცეკვავამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×