რეზონანსი
15.11.2017

 (რეზონანსი) სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი პარლამენტის თავმჯდომარისგან განმარტებას ელოდება,თუ რას გულისხმობდა კობახიძე განცხადებაში, სადაც სახალხო დამცველს პოლიტიკურ ფიგურად მოიხსენიებს.

ნანუაშვილი მიიჩნევს, რომ მისი სახალხო დამცველად მუშაობისას აპარატი და თავად ის დამოუკიდებელი და გავლენებისგან თავისუფალი იყო.

"ველოდები განმარტებებს თუ რას გულისხმობს ბატონი ირაკლი კონკრეტულად პოლიტიკურ განცხადებებში და იმაში, რომ პოლიტიკური ფიგურაა სახალხო დამცველი. ამასთან დაკავშირებით უფრო მეტი ინფორმაცია მჭირდება",-განაცხადა ნანუაშვილმა.

რაც შეეხება მის შემცვლელს, ნანუაშვილი მიიჩნევს, რომ ხელისუფლებამ საზოგადოების აზრიც უნდა გაითვალისწინოს და მათი მონაწილეობით შეარჩიოს კანდიდატი.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×