(რეზონანსი) "ქართული მარშის" ლიდერის, სანდრო ბრეგაძის განცხადებით, "მარშის" არსებობის გაგრძელების საკითხი სხდომაზე გადაწყდება, რომელიც რამდენიმე დღეში გაიმართება. ბრეგაძის განცხადებით, მან ფეისბუკის პირად გვერდზე მართლაც დაწერა სტატუსი, რომელშიც "მარშის" შესაძლო დაშლასთან დაკავშირებით საუბრობდა, რადგან ფიქრობს, რომ ქართული საზოგადოება მას არ იმსახურებს.
"ქართული საზოგადოება ეგუება მკვლელებს, მწამებლებს, ადამიანების გამაუპატიურებლებს და ხშირ შემთხვევაში, ტაშს უკრავენ მათ. იმ ადამიანების თვალებში კი, რომლებიც გულანთებულები იბრძვიან საქართველოსთვის,სედავენ ბეწვს. ესაა ზუსტად მიზეზი იმისა, რომ ვიფიქრო, ქართული საზოგადოება არ იმსახურებს "ქართული მარშის" თავგანწირულ ბრძოლას".
შეგახსენებთ, „ქართულმა მარშმა" ბოლო აქცია 13 ნოემბერს, ქუთაისში გამართა. "მარშის" წევრები ტორპედოს სტადიონზე შეიჭრნენ, სადაც საქართველოსა და ბელარუსს შორის ამხანაგური მატჩი მიმდინარეობდა.