რეზონანსი
15.11.2017

 (რეზონანსი) ჩრდილოეთ კორეამ ტრამპს სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა. ამის შესახებ ინფორმაცია ჩრდილოკორეულ გაზეთში გავრცელდა.

სტატიაში ნათქვამია, რომ დონალდ ტრამპმა შეურაცხყოფა მიაყენა ჩრდილოეთ კორეას, როდესაც  ფხენიაში „სასტიკი დიქტატურის" არსებობა გამოაცხადა. სწორედ ამის გამო, ჩრდილოკორეელმა ხალხმა ტრამპს სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა.

შეგახსენებთ,რამდენიმე დღის წინ დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მას ფხენიანის ლიდერთან, კიმ ჩენ ინთან დამეგობრება სურს.

მანამდე, გაეროს გენერალურ ასამბლეაზე ტრამპმა კიმ ჩენ ინს „ადამიანი-რაკეტა" უწოდა, რომელიც თვითმკვლელის მისიას ასრულებს.

კიმ ჩენ ინმა კი  ტრამპის გამოსვლას გაეროში „სულელური", ამერიკის პრეზიდენტს კი „ბებერი" უწოდა.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×