რეზონანსი
15.11.2017

 (რეზონანსი)ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრის დირექტორი, გიორგი ფარეშიშვილი თამაზ მეჭიაურს შეხვდა და სამომავლო თანამშრომლობაზე ესაუბრა.როგორც ის განმარტავს, საუბარი შეეხო თიანეთში NATO-ს ცენტრის წარმომადგენლობის გახსნას. ფარეშიშვილის განცხადებით, მისასალმებელია მეჭიაურის მხრიდან კეთილგანწყობა ,მხარი დაუჭიროს მათ საქმიანობას.

მეჭიაურის თქმით, საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენლობას მისგან სრული ხელშეწყობა ექნება,თუმცა საქართველოს NATO-ში შესვლას მხარს არ უჭერს და ფიქრობს, რომ ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში გაწევრიანება ჩვენი ქვეყნისთვის სარისკოა.

„ჩემი პოზიცია ნატოსთან დაკავშირებით უცვლელია, მაგრამ არ ვუპირისპირდები ქვეყნის საგარეო კურსს, რამეთუ დღესდღეობით არ ვარ „დიდ პოლიტიკაში" - ჩემი უფლებამოსილება ჩაკეტილია სხვა საკითხებით, რომელიც არ არის პირდაპირ შეხებაში საგარეო კურსთან," - განაცხადა მეჭიაურმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×