რეზონანსი
15.11.2017

 (რეზონანსი) ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომელიც ასოცირებული წევრების საქართველოს, უკრაინის და მოლდოვის შემდგომ ინტეგრაციას უჭერს მხარს.

რეზოლუცია დღესვე გადაეგზავნება ევროპულ კომისიას და ევროპულ საბჭოს.

ევროპარლამენტარები გამოდიან ინიციატივით, დაფუძნდეს საინვესტიციო ფონდი, რომელიც ზემოთ აღნიშნულ სახელმწიფოებში საშუალო და მცირე ბიზნესის განვითარებას დაეხმარება.

ევროპარლამენტში სამიტის შესახებ რეზოლუციაზე დებატები 14 ნოემბერს გაიმართა.

აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი 24 ნოემბერს ბრიუსელში გაიმართება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×