"ასეთი გაუგებარი გაერთიანებები პარლამენტში კი იქნება მხარდაჭერილი, იმიტომ, რომ "ოცნებას" უმრვალესობა ჰყავს, მაგრამ როგორც წესი, ეს მოკლე ან საშუალოვადიანი პერსპექტივისაა, მერე ისევ რაღაცეები იცვლება. ვერ ვხედავ, რომ ამ ცვლილებას გრეძელვადიანი პერსპექტივა ჰქონდეს".
ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია, რომელსაც განხორციელებულ სამთავრობო და სტრუქტურულ ცვლილებებზე ვესაუბრეთ.
არჩილ გამზარდია: კიდევ ერთხელ რომ შევაფასო სამთავრობო და სტრუქტურული ცვლილებები, გეტყვით, რომ კითხვის ნიშნები უფრო მაქვს, იმიტომ, რომ არ ვიცი ამ ცვლილებების რეალური მიზანი.
ეს შეიძლება იყოს .ეწ. ოპტიმიზაცია, სისტემური ცვლილებები, პოლიტიკურ ძალთა გადალაგება და დარგობრივი მიმართულებითი განვითარება. ვფიქრობ, ხელისუფლებამ ვერეცთ მათგანზე ვერ ახსნა საბოლოო ჯამში რას ცდილობს და რა გააკეთა ამ ყველაფრით. გარდა ზოგადი სურათისა, ვერაფერი დავინახე.
ისმის კითხვა - რას ემსახურება ასეთი გადაწყვეტილებები, არ ჩანს მოტივირებული, არ არის ახსნილი. საერთოდ უცნობია გაიმართა თუ არა ამაზე კონსულტაციები და ზოგადა როგორ იქნება ამ გადაწყვეტილების მიღება. ამიტომ მე მაქვს პირველ რიგში კითხვის ნიშნები.
ღამდენიმე კვირით ადრე პრემიერი სხვა ტიპის განცადხადებას აკეთებდა, შემდეგ როგორც აღმოჩნდა, განცხადებაც და გადაწყვეტილებაც შეცვალა. შესაბამისად, კითხვები ჩნდება გადაწყვეტილების საჩქაროობაზე.
ამიტომ სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით ჩემი პირადი პოზიცია არ არსებობს არც დადებითი ან უარყოფითი. არსებობს მხოლოდ შეკითხვები. როდესაც ამას პასუხი გაეცემა მერე მივხდები ამას პოზტიურად უნდა შევხედო თუ ნეგატიურად. ხოლო თუ არ გაეცა პასუხი, ისიც გარკვეული ფაქტორი იქნება.
"რეზონანსი": ზოგადად სამინისტროების ამდაგვარი შერწყმა რამდენად მისაღებია თქვენთვის?
ა.გ: კონკრეტულად თუ მივყვები, ასევე ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი რჩება. მაგალითად გარემოს დაცვის გაუქმება რატომ მოხდა, რეალურად რასთან გვაქვს საქმე. გარემოს დაცვის აპარატში არ მუშაობს იმდენი ადამიანი როგორც სხვა უწყებაში. მაგრამ ძირითადი თანამშრომლები რეინჯერები არიან.
თუ ლაპარაკობენ უწყების ოპტიმიზაციაზე და თანამშრომლების ბიუროკრატიის და ხარჯების შემცირებაზე, მაშინ აპარატზე უნდა ვისაუბროთ. ასევე ვერ ვხედავ საჭიროებას, ეს სამინისტრო დაუქვემდებაროს მინისტრს, რომელსაც აქამდე თავის სფეროში რაიმე წარმატებული შედეგები არ ჰქონია.
შეიძლება ზოგ შემთხვევაზე პერსონაზე მოარგო უწყებები, ერთი წარმატებული ადამიანის მართვის ქვეშ იყოს იმიტომ, რომ გააფართოვოს, მაგრამ ამასთან არ გვაქვს საქმე. არც დარგობრივ შესაბამისობასთან, არც ოპტიმიზაციასთან. მითუმეტეს, რომ ეკოლოგია და გარემოს დაცვა ითვლება პრიორიტეტულ მიმართულებად ყველგან.
ამ შემთხვევაში, როდესაც სახელმწიფო ამბობს, რომ ეს არ არის პრიორიტეტული უწყება და მას აუქმებს, ეს თავისთავად არ არის დადებითი ტონი.
"რ": თქვენი აზრით, გაგრძელდება თუ არა ეს ცვლილებები კიდევ?
ა.გ: არ ვიცი. მიმაჩნია, რომ ეს ცვლილებები გაუგებარია და გაუგებარი ცვლილებები ყოველთვის მოკლე-საშუალო ვადიანია. მერე ისევ ისე იცვლება. ე როგორც უსაფრთხოების თემა კონდაზვერვა და სხვა. არ ვარ დარგობრივი სპეცილიასტი, თუმცა ყველა ერთხმად აღნიშნავს რომ ეს არის აბსოლუტურად გაუგებარი გაერთიანება.
ასეთი გაუგებარი გაერთიანებები პარლამენტში კი იქნება მხარდაჭერილი, იმიტომ, რომ "ოცნებას" უმრვალესობა ჰყავს, მაგრამ როგორც წესი ეს მოკლე ან საშუალო ვადიანი პერსპექტივისა, მერე ისევ რაღაცეები იცვლება. ვერ ვხედავ, რომ ამ ცვლილებას გრეძელვადიანი პერსპექტივა ჰქონდეს.
"რ": რაც შეეხება კალაძის გუნდს, რას ფიქრობთ, ამასთან დაკავშირებით?
ა.გ: კალაძის ადამიანურ რესურსებთან დაკავშირებით მაქვს მხოლოდ მოლოდინის რეჟიმი. დადებითის მათ შორის, იმიტომ, რომ საერთო ჯამში ეს გუნდი, რომელიც წარადგინა მისაღებია.