რეზონანსი
15.11.2017

 (რეზონანსი) შსს-ს ინფრომაციით, სასაზღვრო პოლიციის მაღალჩინოსანი სამსახურიდან დაითხოვეს იმის გამო, რომ უწყების კუთვნილ ვერტმფრენში სასულიერო პირები იმყოფებოდნენ.

„მომხდარი ფაქტის გამო, შსს-ს სასაზღვრო პოლიციის სპეციალური დანიშნულების ავიაციის მთავარი სამმართველოს უფროსის მოვალეობის შემსრულებელს შეუწყდა სამსახურებრივი უფლებამოსილება," - აცხადებს შსს.

შეგახსენებთ,ყვარლის სკოლის ეზოებში მღვდლებმა ბავშვები ვერტმფრენებიდან აკურთხეს, მამა იოანეს თქმით, თვეში ერთხელ სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის დახმარებით ეპარქიის საზღვრებს აკურთხებენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×