რეზონანსი
15.11.2017

 (რეზონანსი) ე.წ. დეკანოზის საქმის პროკურორი ჯარჯი წილკაური სახალხო დამცველის მიერ დღეს წარმოდგენილ მონიტორინგის ანგარიშს ეხმაურება და მას არაკომპეტენტურს უწოდებს. პროკურორი უჩა ნანუაშვილს ცრუ ინფორმაციის გავრცელებაშიც ადანაშაულებს.

„აღვნიშნავ, რომ არავის, მათ შორის არც სახალხო დამცველს არ აქვს უფლება ჩაერიოს პროკურორის საქმიანობაში და მიუთითოს მას, თუ რომელი საგამოძიებო მოქმედება უნდა ჩატარდეს და რომელი არა",-განაცხადა წიკლაურმა.

ცნობისთვის, ომბუდსმენმა დღეს დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმის მონიტორინგის ანგარიში გამოაქვეყნა. მისი შეფასებით, გამოძიება და სასამართლო პროცესები საზოგადოებრივი კონტროლის გარეშე წარიმართა.

შეგახსენებთ,5 სექტემბერს მოსამართლე ბესიკ ბუგიანაშვილმა დეკანოზ გიორგი მამალაძეს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×