რეზონანსი
16.11.2017

 (რეზონანსი) თურქეთის ხელისუფლებამ ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთში, სადაც ქურთები კომპაქტურად არიან განსახლებული, დღეიდან კომენდანტის საათი დააწესა.

მიზეზად რეგიონში კონტრტერორისტული ოპერაციის წარმოება სახელდება.

„კომენდანტის საათი 16 ნოემბრიდან ამოქმედდება, მისი მიზანია მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველყოფა. არსებობს ინფორმაცია, რომ რეგიონს ქურთების მშრომელთა პარტიის წარმომადგენლები აფარებენ თავს", - განაცხადა თურქეთის შსს-მ.

ნოემბრის დასაწყისში თურქეთის უსაფრთხოების მთავარმა სამმართველომ „ისლამურ სახელმწიფოსთან" კავშირში ეჭვმიტანილი 283 ადამიანის დაკავების შესახებ გაავრცელა ინფორმაცია. მაშინ დაკავებულებს 66 ეთრეული ხელნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა აღმოუჩინეს. უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, დაკავებულები ანკარასა და სტამბოლში ტერაქტების მოწყობას გეგმავდნენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×