რეზონანსი
16.11.2017

 (რეზონანსი) კალაძე სამგორისა და ისნის რაიონში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო.

„ ჭიჭინაძის ქუჩაზე საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს. გარდა ამისა, მოწესრიგდა კომუნიკაციები და მადლობა მინდა „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს“ გადავუხადო გაწეული სამუშაოსთვის. რაც შეეხება გზის საფარის დაგებას, ახლა მივიღეთ პირობა, რომ დღესვე დაიწყებენ სამუშაოებს და ორშაბათისთვის დასრულებული იქნება. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ თბილისს  დაეტყოს ჩვენი ხელი", - განაცხადა მერმა.

ჭიჭინაძის ქუჩის კაპიტალური რეაბილიტაციის ფარგლებში მიმდინარეობს მიწისქვეშა კომუნიკაციების განახლება, სრულდება ასფალტის საფარის ქვედა ფენის დაგება, რის შემდეგაც მოეწყობა სრულიად ახალი გზა და ტროტუარი. გზის რეაბილიტაცია მიმდინარე წლის 20 დეკემბერს დასრულდება. 

კალაძე ქეთევან წამებულის ქუჩაზე 1500 მმ-იანი 400 მეტრი სიგრძის სანიაღვრე კოლექტორის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო. ახალი კოლექტორი ზედაპირიდან შვიდი მეტრის სიღრმეზე ეწყობა. სამუშაოებს კონტრაქტორი კომპანია საავტომობილო გადაადგილების შეფერხების თავიდან აცილების მიზნით ღამის საათებში აწარმოებს.

სანიაღვრე კოლექტორის მოწყობა აგვისტოში დაიწყო და მიმდინარე წლის დეკემბრის დასაწყისში დასრულდება.კოლექტორის რეაბილიტაციაზე დედაქალაქის ბიუჯეტიდან 400 000 ლარი დაიხარჯება.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×