(რეზონანსი) გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე კონფერენცია გაიმართა, სადაც 2014 წლის მოსახლეობის საყოველთაო აღწერის მონაცემები გენდერულ ჭრილში განიხილეს.
მონაცემთა ანალიზმა აჩვენა, 2010-2014 წლების მონაცემებით, საქართველოში დაბადებულ ყოველ 100 გოგონაზე საშუალოდ 109 ბიჭი მოდის, მაშინ, როცა დაბადებისას სქესთა შეფარდების ნორმალური ბიოლოგიური დონე მაქსიმუმ 100/106 შეიძლება იყოს.
1990-2015 წლებში კი, ბიჭის ყოლის სურვილის გამო, საქართველოში 31446 გოგონა ვერ დაიბადა.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2016 წელს დაბადებულ ახალშობილთაგან 28 887 ბიჭია, 27 682 კი - გოგონა.