რეზონანსი
16.11.2017

 (რეზონანსი) სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის კრიტიკას პასუხობს და ამბობს, რომ მინისტრის განცხადებები ხელისუფლების იმიჯს აზიანებს.

მისივე თქმით, წულიკიანისგან მსაგავსი განცხადებები ადრეც მოუსმენია.

„მანამდეც მოგვისმენია ქალბატონი მინისტრისგან სხვადასხვა განცხადებები. მე მოკლედ გავცემ პასუხს, მსგავსი განცხადებები პირველ რიგში საქართველოს ხელისუფლებას აზიანებს, მათ შორის საერთაშორისო საზოგადოების თვალში. პირადული ნამდვილად არაფერი.

‘ეს ალბათ უკავშირდება იმ კონკრეტულ დარღვევებს, რომელზეც სახალხო დამცველი წლების განმავლობაში ამახვილებდა ყურადღებას. ასევე, უკავშირდება იმას, რომ სახალხო დამცველი არ ხუჭავს თვალს სერიოზულ და სისტემურ დარღვევებზე, მათ შორის იმ მიმართულებით, რომელსაც ქალბატონი წარმოადგენს", - განაცხადა ნანუაშვილმა.

დღეს, წულუკიანმა, სახალხო დამცველის ე.წ. ციანდის საქმის ანგარიშის კომენტირებისას აღნიშნა, რომ საქართველოს ისტორიაში უჩა ნანაუშვილი „პირველი უსამართლო ომბუდსმენია".

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×