რეზონანსი
16.11.2017

 (რეზონანსი) სასამართლოს ვურჩევდი, წაიკითხოს კანონი სახალხო დამცველის შესახებ, - ასე პასუხობს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოს განცხადებას, რომელიც ე.წ ციანიდის საქმეზე ომბუდსმენის ანგარიშს ეხება.

"ვფიქრობ საზოგადოება ნათლად ხედავს, თუ რას ეყრდნობა სახალხო დამცველი როცა გარკვეულ შეფასებას აკეთებს. სამართლიანი სასამართლოს უფლება ასევე არის ერთ-ერთი უფლება და გამოვლენილ დარღვევებზე საუბარი სახალხო დამცველს არ ეკრძალება. ეს არ არის სახალხო დამცველის კომპეტენციიდან გამოსვლა. მათ ვთხოვ, კარგად გაეცნონ "საქართველოს ორგანულ კანონს სახალხო დამცველის შესახებ", - აცხადებს ნანუაშვილი.

სახალხო დამცველმა გუშინ, დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმის მონიტორინგის ანგარიში გამოაქვეყნა. რაზეც, თბილისის საქალაქო სასამართლომ ნანუაშვილი გააკრიტიკა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×