რეზონანსი
16.11.2017

 (რეზონანსი) ქუთაისში, ახალგაზრდულ ცენტრთან აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეები მოსწავლის, ანზორ სვანიძის გარიცხვასთან დაკავშირებით, ცენტრის დირექტორის ნატალი პატარაძის გადაწყვეტილება გააპროტესტეს.

აქციის მონაწილეთა განცხადებით, დირექტორმა სვანიძის უფლება დაარღვია, როდესაც გაფრთხილების გარეშე ხელშეკრულება შეუწყვიტა.

აქციის მონაწილეები პატარიძის მიერ თანამდებობის დატოვებას მოითხოვენ.

პატარიძე კი აქციის მონაწილეთა მოთხოვნაზე კომენტარს არ აკეთებს.

რამდენიმე დღის წინ ახალგაზრდული ცენტრის ადმინისტრაციამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ სვანიძეს, რომელმაც „ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე ლგბტ თემის შეურაცმხყოფელი პოსტები გამოაქვეყნა, სასწავლო პროცესი შეწყვეტოდა.

ადმინისტრაცია აცხადებს, რომ მათ მოსწავლეებს სიძულვილის ენის გამოყენება შინაგანაწესით აქვთ აკრძალული, თუმცა სვიანაძემ არაერთი გაფრთხილების მიუხედავად მსგავსი პოსტების გამოქვეყნება გააგრძელა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×