რეზონანსი
16.11.2017

 (რეზონანსი) საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილის, მარგველაშვილის რეზიდენციის ხარჯებთან დაკავშირებით, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მონაცემებს გამოეხმაურა.

„როგორც ჩანს, დაანონსდა პრეზიდენტ მარგველაშვილის წინააღმდეგ ბრძოლის ახალი სეზონი. წარმოდგენილი ციფრები, წარმოდგენილი ხარჯები არის გაწეული სახელმწიფო დაცვის სამსახურის მიერ და არა პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ. შესაბამისად, ეს ციფრები იყო სრულიად სიურპრიზი ჩვენთვის. ისევე როგორც საზოგადოებას აინტერესებს, ჩვენც ძალიან გვაინტერესებს თითოეული თეთრის ეფექტიანობა, რომელიც დაცვის სამსახურის მიერ არის გაწეული," - განაცხადა აბაშიშვილმა.

მისივე თქმით, პრეზიდენტის ინსტიტუტი ერთადერთია, რომელიც "ქართული ოცნების" მიერ ვერ კონტროლდება.

შესაბამისად, მისი განმარტებით, საზოგადოებისთვის ნათელია, საიდან მოდის და რა მოტივით ვრცელდება ეს ინფორმაცია.

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ინფორმაციით, პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციის შენახვა-ფუნქციონირება 2 წლის განმავლობაში (2015-2016 წლებში) 4 541 589 ლარი დაჯდა, საიდანაც ყველაზე მეტი კომუნალური ხარჯია.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×