(რეზონანსი) რატომ უსწრებთ მოვლენებს წინ და რატომ გგონიათ, რომ სტრასბურგის სასამართლო მაინც და მაინც "რუსთავი2"-ის სასარგებლოდ მიიღებს გადაწყვეტილებას? - ამ კითხვით ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ სოფო კილაძემ „ევროპული საქართველოს" წევრ სერგო რატიანს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მიმართა.
„კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ეს არის ორ კერძო სუბიექტს შორის დავა, რომელიც უნდა გადაწყვიტოს სასამართლომ, თუ საჭირო იქნება სტრასბურგის სასამართლოც გადაწყვეტს. ძალიან გთხოვთ, საზოგადოება ნუ შეგყავთ შეცდომაში, სტრასბურგის სასამართლოს ჯერ საბოლოო გადაწყვეტილება არ მიუღია. რატომ უსწრებთ მოვლენებს წინ და რატომ გგონიათ, რომ სტრასბურგის სასამართლო მაინც და მაინც "რუსთავი2"-ის სასარგებლოდ მიიღებს გადაწყვეტილებას. სხვაგვარად რომ მიიღოს, მეორე მხარის სასარგებლოდ, მაშინ რას იტყვით, ძალიან მაინტერესებს," - მიმართა კილაძემ რატიანს.
რატიანის განცხადებით, ხელისუფლების წარმომადგენლებმა „რუსთვი 2"- ის შეზღუდვის მიზნით ყველაფერი გააკეთეს, თუმცა კომპანია ქართულმა საზოგადოებამ დაიცვა, ოპოზიციურმა პარტიებმა და არასამთავრობო ორგანიზაციებმა დაიცვა.