რეზონანსი
17.11.2017

 (რეზონანსი) „ლარის კურსზე პროგნოზებს ვერ და არ გავაკეთებ, ეს არის მცურავი კურსი. ანალიზი ყოველდღიურად კეთდება", - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, იანვრის დასაწყისიდან ვალუტაზე მოთხოვნა უნდა შემცირდეს.

„პროგნოზებს ვერ და არ გავაკეთებ, ეს არის მცურავი კურსი. ანალიზი ყოველდღიურად კეთდება. საკმაოდ ბევრი ფორვორდული გარიგებები დაიდო ბაზარზე, რაც ნიშნავს იმას, რომ იანვრის დასაწყისიდან ვალუტაზე მოთხოვნა უნდა დაგვაკლდეს.

„ამავდროულად, გამყიდველების მიმართულებით გარკვეული ინვესტორების აქტიურობა უნდა გამოჩნდეს, თუმცა პროგნოზისგან თავს შევიკავებ. ეროვნული ბანკის განცხადება იყო მნიშვნელოვანი. ბანკმა გააკეთა განცხადება, რომლის მიხედვით, ის მის ხელთ არსებული ინსტრუმენტების გამოყენებით მოახდენს ბაზარზე გავლენას იმ შემთხვევაში, თუ ისინი დაინახავენ, რომ ფუნდამენტიდან საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში არის გადახრილი ლარის კურსი", - განაცხადა ქუმსიშვილმა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×