რეზონანსი
17.11.2017

 (რეზონანსი) დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე "ევროპული საქართველოს" წევრმა, გოკა გაბაშვილმა განაცხადა, რომ ფრაქცია თბილისის მთავრობას მხარს არ დაუჭერს.

გაბაშვილის თქმით, კახა კალაძე საკრებულოში მთავრობის ახალ წევრებს თავად არ წარადგენს.

"კახა კალაძე თბილისის საკრებულოში საერთოდ არ მოვა, თბილისის საკრებულოში მთავრობას ჯერ კიდევ თვითონ დაუმტკიცებელი მერის მოადგილე ირაკლი ხმალაძე წარადგენს, რომლის მიმართაც არანაირი პერსონალური პრეტენზია არ მაქვს, მაგრამ გასაოცარია, რომ თბილისის მერის და საკრებულოს ურთიერთობა ასე იწყება.

„კერძოდ, ბატონი კახა კალაძე არც კი კადრულობს საკუთარი ახალი გუნდის წარდგენაზე მოსვლას ახლად არჩეულ საკრებულოში. თავს არიდებს თავის არჩეულ კადრებზე საუბარს, შეკითხვებზე პასუხის გაცემას. ეს მიანიშნებს იმაზე, რომ კალაძეს არ აქვს პასუხი, რატომ დატოვა საკვანძო თანამდებობებზე ნარმანიას გუნდი", - განაცხადა გაბაშვილმა.

დედაქალაქის მერი, კახა კალაძე თბილისის მთავრობას საკრებულოში დღეს წარადგენს.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×