რეზონანსი
17.11.2017

 (რეზონანსი) თბილისის ვიცე-მერობის კანდიდატი ირაკლი ხმალაძე აცხადებს, რომ დედაქალაქის მთავრობის დამტკიცებაზე კახა კალაძის მისვლა საჭირო და სავალდებულო არ არის.

მისი განმარტებით, კალაძეს უფლებამოსილება უკვე აქვს და საკრებულოს წინაშე წარდგენა სავალდებულოა მხოლოდ იმ თანამდებობის პირებისთვის, ვინც ჯერ საბოლოოდ დამტკიცებული არ არის.

"კახა კალაძე არის არჩეული მერი, უფლებამოსილების შესრულებას ორშაბათიდან შეუდგა და შესაბამისად, მას არ სჭირდება საკრებულოს თანხმობა. ჩვენ ვართ ის ადამიანები, ვისაც საკრებულოს თანხმობა გვჭირდება. აქედან გამომდინარე, კალაძის მიერ წარმოდგენილი მთავრობის ახალი შემადგენლობა მოვედით დღეს საკრებულოში, რომ გავიაროთ პროცედურა და ჩვენი 4-წლიანი მმართველობის პროგრამის შესახებ მოვახსენოთ დეპუტატებს. ყველა დასმულ კითხვას პასუხებს გავცემთ ",- განაცხადა ხმალაძემ.

განახლებულ სამთავრობო გუნდს საკრებულოს კალაძის ნაცვლად ხმალაძე წარუდგენს.

თბილისის საკრებულოში ახალი მთავრობის წევრთა დასამტკიცებლად კენჭისყრა 17:00 საათზე იგეგმება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×