(რეზონანსი) დედაქალაქის საკრებულოში კომისიების გაფართოებული სხდომაზე, რომელიც თბილისის ახალი მთავრობის წევრების კანდიდატურებს განიხილავს, "ევროპული საქართველოს" წევრებმა პროტესტის ნიშნად დატოვეს.
ისინი კალაძის საკრებულოში არ მისვლას აპროტესტებენ და აცხადებენ, რომ თბილისის მთავრობას მხარს არ დაუჭერენ.
ფრაქციის თავმჯდომარის, გიგა გაბაშვილის განცხადებით, ისინი დასახელებულ ადამიანებს საკუთარი თავის დახასიათებას ვერ მოსთხოვენ.
"ეს არის ბატონი კახის კაბინეტი, რომელიც მან უნდა წარმოადგინოს. ჩვენ ვიხილავთ მის კაბინეტს და ამიტომ, კომისიების გაერთიანებულ სხდომაში მონაწილეობის აზრს ვერ ვხედავთ. დაგტოვებთ და შემოგიერთდებით საკრებულოს სხდომის ფორმატში", - განაცხადა გაბაშვილმა.
განახლებულ სამთავრობო გუნდს საკრებულოს კალაძის ნაცვლად, თბილისის ვიცე-მერობის კანდიდატი ირაკლი ხმალაძე წარუდგენს.
ხმალაძეს კი, კალაძის საკრებულოში მისვლა საჭიროდ არ მიაჩნია.