(რეზონანსი) ქუთაისში კონსტიტუციური ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვა დაიწყო.
განხილვაზე მიწვეულნი არიან, დასავლეთ საქართვლოდან, პროფესორ-მასწავლებლები, სტუდენტები, სამოქალაქო სექტორისა და მედია ორგანიზაციის წარმომადგენლები.
საყოველთაო-სახალხო განხილვას პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე უძღვება.
მმართველმა გუნდმა ახალი კონსტიტუციური პროექტი მოამზადა, რომლის გათვალისწინებით, 2020 წელს ბლოკები დაიშვება, ე.წ. ბონუს სისტემა გაუქმდება.
ასევე ცვლილებები ეხება კონსტიტუციაში არსებულ რელიგიურ ჩანაწერსა და საკონსტუტიციო სასამართლოს.
26 სექტემბერს საქართველოს პარლამენტმა ახალი კონსტიტუცია მესამე მოსმენით მიიღო.