რეზონანსი
17.11.2017

 (რეზონანსი) სამწუხაროდ, ჩვენ არ მოგვეცა საშუალება, რომ სიღრმისეულად გვემსჯელა საკონსტიტუციო ცვლილებებზე, რადგან პროცესი ზედმეტად პოლიტიზებული იყო, - ამ სიტყვებით მიმართა პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ, ქუთაისში საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთა-სახალხო განხილვის მონაწილეებს.

"სამწუხაროდ, ჩვენ არ მოგვეცა საშუალება, რომ სიღრმისეულად გვემსჯელა საკონსტიტუციო ცვლილებებზე, რადგან პროცესი ზედმეტად პოლიტიზებული იყო. ჩვენ გვაქვს დიდი სურვილი, რომ აკადემიური ფორმით ვიმსჯელოთ ამ საკითხებზე და ამის გაკეთება ყველაზე კარგად არის შესაძლებელი, რა თქმა უნდა, აკადემიური სფეროს წარმომადგენლებთან და მიხარია, რომ დღეს გვაქვს საშუალება, აკადემიური სექტორის, უნივერსიტეტების წარმომადგენლებთან, პროფესურასთან, სტუდენტებთან ერთად განვიხილოთ საკონსტიტუციო რეფორმა და საკონსტიტუციო რეფორმიდან გამომდინარე ცვლილებები", - განაცხადა კობახიძემ.

ქუთაისში კონსტიტუციური ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვა დაიწყო.

განხილვაზე მიწვეულნი არიან, დასავლეთ საქართვლოდან, პროფესორ-მასწავლებლები, სტუდენტები, სამოქალაქო სექტორისა და მედია ორგანიზაციის წარმომადგენლები.

საყოველთაო-სახალხო განხილვას კობახიძე უძღვება.

26 სექტემბერს საქართველოს პარლამენტმა ახალი კონსტიტუცია მესამე მოსმენით მიიღო.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×