(რეზონანსი) აკადემიკოსს გურამ შარაძის მკვლელობისთვის გასამართლებულმა გიორგი ბარათელმა საპატიმრო ცოტახნის წინ დატოვა.
ბარათელმა სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გამოსვლის შემდეგ მცირე კომენტარი გააკეთა.
"მე პირადად არავის არ ვადანაშაულებდი არანაირ ზეწოლაში. მე ვარ პატიმარი, ბრალდებული. გამოძიებასთან, პროკურატურასთან და ვისაც პაგონები აქვს, მე მაგ ხალხთან არ ვთანამშრომლობ," - განაცხადა ბარათელმა.
თავად შარაძის ოჯახი, მას უდანაშაულოდ მიიჩნევს.
„გასაგებია, რომ ოჯახი დამნაშავედ არ მთვლის. ოჯახთან მერე ვილაპარაკებ", - დასძინა ბარათელმა.
ბარათელმა სასჯელი სრულად მოიხადა.
ბარათელი შარაძის მკვლელობის ბრალდებით 2007 წელს დააკავეს. რამდენიმეთვიანი განხილვების შემდეგ მას სასამართლომ თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. ბარათელმა შარაძის მკვლელობა აღიარა.
ოჯახის წევრები კი მკვლელობის პოლიტიკურ მოტივზე საუბრობდნენ.