(რეზონანსი) უკრაინაში დაკავებული საქართველოს 8 მოქალაქე ამ დრომდე უკრაინაში რჩება, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა.
„უკვე ერთი დღე-ღამეა, რაც გატაცებულებს არც ქვეყნიდან აძევებენ და არც მათი ნახვის საშუალებას აძლევენ ვინმეს. იმის გათვალისწინებით, რომ იმ ბინაში, სადაც ისინი აიყვანეს, ბევრი სისხლია, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ სასტიკადნაცემები არიან და მათი გაძევების შეფერხება სწორედ დანაშაულის დაფარვის სურვილით არის გამოწვეული. მოვითხოვთ დაუყოვნებლივ შეუშვათ მათთან ექიმები და ადვოკატები", - განაცხადა სააკაშვილმა
17 ნოემბერს, უკრაინის უშიშროების სამსახურის, ეროვნული პოლიციის, სახელმწიფო საიმიგრაციო და სასაზღვრო სამსახურების მიერ ერთობლივად ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, უკრაინიდან საქართველოს 8 მოქალაქე გააძევეს.