რეზონანსი
18.11.2017

 (რეზონანსი) შინაგან საქმეთა სამინისტრომ გურიის მოამბისა და "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტის, ლადო მენაბდის წინააღმდეგ გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო.

ჟურნალისტს ედავებიან ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შრომის, ხრიალეთის N49 საარჩევნო უბნის კომისიის თავმჯდომარესთან ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას.

შსს-ს ინფორმაციით, უწყებაში შევიდა ინფორმაცია, რომ მიმდინარე წლის 18 ნოემბერს ოზურგეთში, სოფელ შრომის, ხრიალეთის N49 საარჩევნო უბნის კომისიის თავმჯდომარეს ჟურნალისტმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

წინასწარი ინფორმაციით, მენაბდემ შესაბამისი ნებართვის გარეშე მოახერხა საარჩევნო უბანზე შესვლა. უბნის კომისიის თავმჯდომარემ შენიშვნა მისცა, რასაც მათ შორის შელაპარაკება მოჰყვა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×