რეზონანსი
18.11.2017

 (რეზონანსი) თურქეთის პრეზიდენტმა უარი განაცხადა ჩრდილოატლანტიკური ალიანსისგან ბოდიშის მიღებაზე, რომელიც მას მერე მოიხადეს, რაც ერდოღანის სახელი ნორვეგიაში, NATO-ს სწავლებებისას მტრების სიაში დასახელდა.

"ჩვენ ვიხილეთ ეს უპატივცემულო საქციელი გუშინდელ NATO-ს სწავლებებზე. არის ისეთი შეცდომები, რომლებსაც სულელები კი არა, არამზადები უშვებენ. ეს საკითხი უბრალო ბოდიშის მეშვეობით ვერ დაიხურება", -განაცხადა ერდოღანმა.

თურქეთმა უკან გამოიხმო თავისი სამხედროები, რომლებიც მონაწილეობდნენ მიმდინარე NATO-ს სწავლებებში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×